geo   eng   eng   fra   ita   rus  
|  პირველი გვერდი  |  კომპანიის შესახებ  |  დაგვიკავშირდით  

კომპანიის შესახებ
ისტორია
ვენახები
ღვინის წარმოება
ყურძნის ჯიშები
ღვინის სახეობები
რუქა
დაგვიკავშირდით

კომპანიის შესახებ

კომპანია "ტარო-ინვესტ"-ი 1988 წლიდან დარეგისტრირებულია დიდი ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ ქალაქ ლონდონში. კომპანიის წარმომადგენლობა თბილისში რეგისტრირებულია 1993 წლიდან, 2000 წლიდან კი დაიწყო საინვესტოციო პროგრამის განხორციელება მეღვინეობა-მევენახეობის დარგში საქართველოს ტერიტორიაზე. მევენახეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვა დაიწყო ფრანგი კერძო ინვესტორების დაფინანსებით, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ კომპანიის მუშაობაში და მისი მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან როგორც თბილისში, ასევე კახეთის რეგიონში. 49 წლის იჯარით აღებულ იქნა ნავენახარი მიწის ნაკვეთი სიღნაღის რაიონში-ქიზიყის, ანუ ძველად წოდებულ კამბეჩოვანის ძველ დედაქალაქში, ხორნაბუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთის (სოფ.ბაღდადის) და გურიის რეგიონებში.

პირველი ეტაპის ამოცანად დაისახა სასელექციო სამუშაოები. მოგვეკვლია და შეგვეგროვებინა საქართველოს ტერიტორიაზე გადაშენების პირას მისული უნიკალური ჯიშები. ჩატარდა მყნობა-განაშენების სამუშაოები, შეიქმნა სანერგე მეურნეობა, რომელშიც იმყნობა ორ მილიონამდე ნამყენი. ყოველწლიურად შენდება ასი ჰექტარი ვენახის ფართობი. კომპანიამ ასევე შემოიტანა საფრანგეთიდან ფრანგული ჯიშის სხვადასხვა ნამყენი და გააშენა თავის ფართობებზე.

კომპანიას დიდი დახმარება გაუწია ამერიკის ფონდმა "ACDI/VOCA"-მ, რომელმაც უსასყიდლოდ მოავლინა სხვადასხვა დროს მარკეტინგის, მევენახეობის და მეღვინეობის სპეციალისტები.

2002 წლის ნოემბრისთვის კომპანიას გაშენებული აქვს ერთწლიანი ვაზის ჯიშები ას ჰექტარზე, სანერგეში გამოყვანილი აქვს ასევე სხვადასხვა ჯიშის ორი მილიონი ცალი ნამყენი, რომლის გადარგვაც ვენახში განხორციელდება ამა წლის ნოემბერში.

გამოყენებული არის სანერგე მეურნეობის მიღწევის ყველაზე თანამედროვე მეთოდები. მაგ: როგორიცაა პოლიეთილენის ფირის გამოყენება სანერგეში და სხვა. კომპანიას გააჩნია ერთ-ერთი ძლიერი სატრაქტორო სამეურნეო ბაზა, რომელშიც გაერთიენებულია ასამდე ტრაქტორი და სხვადასხვა სახის ტექნიკა.

2002 წლის 1 აგვისტოს მწყობრში შევიდა ღვინის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც განთავსებუილია ვენახის მიმდებარე ტერიტორიაზე და აღჭურვილია თანამედროვე იტალიური დანადგარებით-კომპანია "დელა-ტოფოლას"-ს მიერ.

მეღვინედ მოწვეულ იქნა სპეციალისტები საფრანგეთიდან. ღვინის გადამამუშავებელი ქარხნის თანამედროვე ტექნოლოგიურმა ხაზმა, ქართული ყურძნის ჯიშის უნიკალურმაა თვისებებმა, ქართული და ფრანგული მეღვინეების ტექნოლოგიების შერწყმამ და მკაცრმა ლაბორატორიულმა კონტროლმა, ტექნოლოგიური ციკლის ყველა პროცეზე უცხოური სპეციალისტების კონსულტაციებმა მოგვცა იმის წინა პირობა, რომ წარმოებამ აწარმოოს მაღალხარისხოვანი 15 ტიპის და 60 დასახელების ღვინოები, როგორც ქართული, ასევე საფრანგეთიდან ჩამოტანილი ჯიშის ყურძნებიდან.

ჩვენი კომპანია ეს ერთი მაგალითია უცხოური ინვესტიციებით საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში.

ACDI/VOCA -ს კონსულტანტი ტომი ლი შუაში, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად.

უცხოელი, თბილისელი და ადგილობრივი სპეციალისტები ერთწლიანი ვაზის ვენახში.

  ACDI/VOCA -ს მიერ გამოგზავნილი მარკეტინგის, მევენახეობის, მეღვინეობის კონსულტანტები: ტომი ლი, ჯოზეფი მორისი და რეიმონდ შაფერი, რომლებიც ამერიკული პროგრამით "ფერმერი-ფერმერს" - უსასყიდლოთ ჩამოვიდნენ. თავიანთი კონსულტაციებით დიდი დახმარება გაუწიეს კომპანიის ჩამოყალიბების პროცესში.


კომპანიის შესახებ |  ისტორია |  ვენახები |  ღვინის წარმოება |  ყურძნის ჯიშები |  ღვინის სახეობები |  რუქა |  დაგვიკავშირდით

© TARO Investments