ისტორია
საქართველო კავკასიის
უძველესი ქრისტიანული
ქვეყანაა,იგი შავიზღვიდან
კასპიის ზღვამდეა გადაჭიმული.
საქართველო არის ვაზის
წარმოშობის ერთერთი
უძველესი კერა და
მევენახეობა_მეღვინეობის
საყოველთაოდ აღიარებული
სამშობლო, რასაც ადასტურებს
პალეობოტანიკისა და
არქეოლოგიის მრავალფეროვანი
მონაცემი, ძველი მწერლების
შრომები თუ ახალი ამპელოგრაფიული,
ისტორიული და ფილოლოგიური
გამოკვლევები.
არქეოლოგიური გათხრების დროს
აღმოჩენილი უძველესი დროის
(VI_V ათასწლეული ჩვენს წელთაღრიცხვამდე)
მეღვინეობის მოწყობილობა და
საღვინე ჭურჭლის არაჩვეულებრივი
მრავალფეროვნება ადასტურებს, რომ
ქართველთა წინაპრები
კარგად იცნობდნენ ღვინის
დაყენების ხელოვნებას.
ბრინჯაოს ხანის სამარხებში
ნაპოვნია ყურძნის წიპწები,
რაც მოწმობს ამ ეპოქის ჩვენი
წინაპრების ნაცნობობას ყურძნის
გადამუშავების პროცესებთან.
ყურადღებას იპყრობს არქეოლოგიური
გათხრები მდ. ალაზნის ველზე
(აღმოსავლეთ საქართველო, კახეთის
რეგიონი), საქართველოს უძველეს
დედაქალაქ მცხეთასთან, კოლხეთის
ტერიტორიაზე, ვანში და ქვეყნის
სხვა ადგილებში, საიდანაც
ამოღებულია სხვადასხვა ფორმის
ჭურჭელი, ნაპოვნია მარანი,
უძველესი ქვის საწნახელები
და სხვა მტკიცებულებები არ
იწვევენ იმის ეჭვს, რომ
ჩვენი წინაპრები ყურძნის
გადამუშავების ხელოვნებას
ფლობდნენ უძველესი დროიდან
და ხვეწავდნენ მას
საუკუნეების მანძილზე.
მთელი რიგი ქართული სიმღერები,
ლექსები და თქმულებები ადასტურებს
ჩვენს ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის
მაღალ დონეს. ჰომეროსის გადმოცემით,
ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენს ერამდე
დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე
"მჩქეფსა და სურნელოვან ღვინოს"
აყენებდნენ. წმინდა ნინო კაბადოკიელმა
ვაზისგან დაწნული ჯვრით მოიარა
საქართველო და გააქრისტიანა
ქართველები 334 წელს.მანმდე და
მის შემდეგაც ვაზი იყო უპირველეს
კულტთაგანი ჩვენს ქვეყანაში.
ვაზის ორნამენტებია გამოსახული
არაერთი ქართული ეკლესიის
კედლებზე. ღვინის სმა
ხელოვნების და რიტუალის
დონეზე იყო აყვანილი. ქართული
პოეზიის კლასიკოსი შოთა
რუსთაველი (XII ს.) "ვეფხისტყაოსანში" წერს;
"შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა
სხვა გახარეა ასეთი არს უნახავი თვალისა;
ჯამი და ჭიქა ყველაი ფურუზისა და ლალისა;
არვისა ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა."
ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან
შარდენი, რომელმაც საქართველოში
იმოგზაურა 1672-1673 წლებში
წერდა: არსად ამდენსა და
იმაზე უკეთეს ღვინოს არ
სვამდნენ, როგორც საქართველოში."
ჩვენი წინაპრების მიერ შემუშავებულ
იქნა ყურძნის გადამუშავების და
ღვინის დამზადების ისეთი
განსხვავებული ორიგინალური
მეთოდები, როგორიცაა ღვინის
დამზადება კახური და იმერული
(საქართველოს რეგიონები) წესით.
ქართულ ღვონოებს არაერთი
ცნობილი მოუყვანია აღფრთოვანებაში,
მათ შორის XX საუკუნის უდიდესი
პოლიტიკური მოღვაწენი: სტალინი,
რუზველტი, ჩერჩილი, ბევრი სხვა.
ოდიდგანვე ქართველი ხალხის
ეკონომიკაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა
მევენახეობა-მეღვინეობას. ეს ჩვენი
ქვეყნის მტრებმაც მშვენივრად იცონენ.
ამიტომ საქართველოს დასაუძლურებლად მომხვდურნი
უპირველესად, ვენახების გაკაფვა-ამოგდებას
ლამობდნენ.
მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების
დონე დამოკიდებულია ქვენის
პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
დღეს საქართველოში არის გარანტი
მევენახეობა მეღვინეობის აღმავლობისა.
500-ზე მეტი ქართული აბორიგენილი
ვაზის ჯიშისაგან ჩვენი
კომპანიის მიერ არჩეული
უნიკალური ვაზის ჯიშები:
მწვანე, ჩინური, რქაწითელი,
ჩხავერი, ხიხვი, ქისი,
საფერავი, ძველშავი, ალექსანდროული,
საფერავი ბუდიშებრი, აგრეთვე
საზღვარგეთიდან შემოტანილი ისეთი
ძვირფასი ტექნიკური ჯიშები,
როგორიცაა: კაბერნე-სავინიონი,
კაბერნე-ფრანი, პინო შავი,
მალბეკი, მერლო, სავინიონი თეთრი,
შარდონე თეთრი, ამ ყურძნის
ჯიშებისათვის შესაფერისი ნიადაგი,
კლიმატური პირობების არჩევა
(კომპანიამ ვენახები გააშენა სამ
ადგილას: აღმოსავლეთ საქართველოში_კახეთის
რეგიონი სიღნაღის რაიონი, სოფ.
ხორნაბუჯის მიმდებარე ტერიტორია,
ყარღაჯი; ასევე კახეთის რეგიონი,
ყვარლის რაიონი, ქინძმარაულის
მიკროზონა; დასავლეთ საქართველოში,
იმერეთის რეგიონი, ბაღდათის
რაიონი, სოფ. ვარციხის
მიმდებარე ტერიტორია),
ღვინის დამზადების ტრადიციული
და თანამედროვე ტექნოლოგიების
შერწყმა ჩვენი კომპანიის თითოეული
თანამშრომლის ნება და პროფესიონალიზმია
ეს არგუმენტები და გარანტიები, რომლებიც
საშუალებას გვაძლევს, ვაწარმოოთ
სხვადასხვა სახის ღვინოები,
რომლების სახელს გაუთქვამს
საქართველოს და იგი კვლავ
გახდება უცხოელთა შემოსევის
ობიექტი, მხოლოდ ამჯერად არა
დაპყრობისა და ვენახების გაკაფვის
მიზნით, არამედ სახელანთქმული
ქართული ღვინოების ვაზის
ადგილის დედა.
სიღნაღის რაიოში სოფ.
ხორნაბუჯი-ყარაღაჯის ტერიტირია
ქიზიყის შემადგენელი ნაწილია.
ქიზიყი კახეთში შემავალი
უძველესი ეთნოგრაფიული კუთხეა.
ისტორიული ქიზიყი მოიხსენიებოდა,
როგორც კამბეჩოვანი. ამ სახელით
იგი პირველად მეხუთე მეექვსე
სუკუნეებში გვხვდება.
კამბეჩოვანის ცენტრი იყო
ციხე-ქალაქი ხორნაბუჯი.
ამ ციხე-ქალაქის ლოკალიზაციას
ეხება ვახუშტი ბატონიშვილი: "ხოლო
ყარაღაჯის სამხრით, მუნ არს
ხორნაბუჯი, და აწ უწოდებენ
ჭოეთს"... ხორნაბუჯის
გრანდოზულ ციხე-სიმაგრის
ნანგრევებს დღეს "თამარის ციხეს"
უწოდებენ. ციხე-ციმაგრე
გადაჰყურებს მდინარე ალაზნის
მარჯვენა სანაპირო ველს.
კამბეჩოვანი(ქიზიყი ისტორიულ
წარსულში პირველად მეთოთხმეტე
საუკუნეში მოიხსენიება,
სიღნაღი კი მეთვრამეტეში.)
სომხეთის ალვანეთის და
ივერიის გზაგასაყარზე მდებარეობდა.
ხორნაბუჯი საერისთო ჰერეთის ქართული
სამეფოს ნაწილი იყო, ამასთან
ხორნაბუჯი უძველესი დროიდან
კამბეჩოვანის საეპისკოპო
ცენტრი იყო. იმ თორმეტი
საეპისკოპოთაგან, რომლებიც
დიდმა მეფემ ვახტანგ
გორგასალმა დაარსა, ერთი
კამბეჩოვანში გახლდათ.
ხორნაბუჟის მდიდარ სულიერ
კულტურაზე მეტყველებს
ის ფაქტი, რომ ჩვენი
კომპანიის კუთვნილ ვენახების
ტერიტორიაზე დღესაც
ვხებდავთ უძველესი
ეკლესიის ნანგრევებს.
ქიზიყში ოდითგანვე ყოფილა
განვითარებული მიწათმოქმედება.
ამას მოწმობს "ჰერული კულტურისათვის"
დამახასიათებელი საღვინე
ჭურჭლის აღმოჩენა
ალაზნის ველზე,
დღევანდელი ქიზიყის
ტერიტორიაზე. ამასვე
მიუთითებს ყოლოთოს
ხევის (სოფ. ძველ ანაგასთან,
ჩვენი კომპანიის მიწებთან ახლოს)
ფეოდალური ხანის (IX_XII ს.ს.)
ნამოსახლართან მოპოვებული
რკინის სასხლავი დანის
ფრაგმენტი.
რეგიონს უნიკალური ბუნებრივი
პირობები გააჩნია ინტენსიური
მიწათმოქმედებისათვის, კერძოდ
მევენახეობის განვითარებისათვის.
თუ ისევ ვახუშტი ბაგრატიონს
დავესესხებით : "და არს ადგილი
ესე ზამთარ თბილი, ბალახიანი,
მცირეთოვლიანი, ნადირ-ფრინველნი,
ჰავითა მშვენი, ხოლო ზაფხული
ცხელი, ხიშმიანი გაუძლისი."
რეგიონში უპირატესად ჭარბობს
შავმიწა, კორბონატული ნიადაგები.
მდინარე ალაზნიდან არეკლილი უხვი
მზის სხივები კეთილმყოფელ გავლენას
ახდენს ყურძნის და შემდგომში
ღვინოპროდუქციის ხარისხზე.
კახეთის ეს რეგიონი არაერთხელ
ყოფილა აოხრებული მტრების მიერ,
სწორედ მდიდარი სამიწათმოქმედო
ზონა და სტრატეგიული დანიშნულების
ობიექტები იყო მტრის მთავარი
სამიზნე. ჩვენი კომპანია ეცდება,
საქართველოს ეს ლამაზი მხარე
მსოფლიოში სახელგანთქმული გახადოს
მისი ისტორიული სიამაყთ_ვაზით
და ღვინოპროდუქციით. ამ მიზნით
აღნიშნულ მიკრორაიონში კულტივირებულ
იქნა როგორც ქართული აბორიგენული
ვაზის ჯიშები, ასევე საზღვარგარეთიდან
შემოტანილი და ადაპტირებული
სახეობები, რომლებიც საშუალებას
მოგვცემს, ვაწარმოოთ თითქმის
ყველა ტიპის ღვინომასალა.
ჩვენი კომპანიის მიერ
ვენახები გაშენდა აგრეთვე
დასავლეთ საქართველოში,
იმერეთის რეგიონში,
ბაღდათის რაიონში, ცოფ.
ვარციხის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ეს რაიონი ზღვის დონიდან
280-მეტრზე მდებარეობს,
ზაფხულში ძლიერ არ ცხელა,
სუსხიანი ზამთარი კი
საერთოდ იშვიათია. ჰავა
რბილი და ზომიერია. აქ
მიედინება მდინარე ყვირილა,
რომელიც შუა იმერეთს ყოფს
გაღმა (მარცხენა) და გამოღმა
(მარჯვენა) მხარეებად. ჩვენი
მიკრორაიონი ყვარლის გაღმა
(მარცხენა) მხარეს მდებარეობს.
ამ რაიონის დაბლობში უმთავრესად
მძიმე თიხნარი და ეწერის ტიპის
ნიადაგები გვხვდება. აქ
მიმდებარე სოფლებია: ობჩა,
დიმი, ფერსათი, ბაღდათი, როკითი,
უფრო სამხრეთ აღმოსავლეთით
სოფლები: ამაღლება, ზეინდარი.
ყურძნის ძირითადი ისტორიული
ჯიშებია : ციცქა, ცოლიკაური,
ძველშავი. ისტორიულ წყაროებში
ნაჩვენებია, რომ ოდესღაც სოფელ
ფარსათის ახლოს ამზადებენ
ხვანჭკარის ტიპის ღვინოს
ალექსანდროულის ჯიშის ყურძნისგან.
აღნიშნული მიკრორაიონის ღვინოები
ხასიათდება, როგორც
მაღალსპირტულობით და მჟავიანობით,
ასევე ექსტრაქტულობით.
ჩვენს მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე
გაშენდა ვენახები ისეთი
აბორიგენული ჯიშებსაგან,
როგორიცაა ალექსანდროული,
ძველშავი.
ჩვენმა კომპანიამ ვენახები გააშენა
კახეთის კიდევ ერთ, მეღვინეობის
თვალსაზრისით ისტორიულად ცნობილ
ყვარლის რაიონში.
ყვარლის რაიონი განთქმულია თავისი
წითელი ღვინოებით. ქინძმარაულის,
გუდანაშაურის, წოურების, ქალიაყვანას
ადგილებიდან დამზადებული ღვინო
ხასიათდება ინტენსიური შეფერვით
და ჰარმონიულობით, მათგან
განსხვავებით აღსაღნიშნავია
ბუნებრივად ნაევრადტკბილი "ქინძმარაული".
ჩვენი კომპანიის მიერ ვენახები გაშენდა
ზუსტად ქინძმარაულის ერიტორიაზე.
იგი ზედა ზონაში, ზღვის დონიდან
450 მეტრზე მდებარეობს. ვენახები
გაფენილია მდინარე დურუჯის მარჯვენა
სანაპიროზე, კავკასიის მთების ციცაბო
ფერდობზე.
ჩვენს მიერ გაშენებული ვაზის
ჯიშებიდან უპირატესი ადგილი უკავია "საფერავს",
რომელიც წარმოადგენს ძვირფას მასალას "ქინძმარაულის"
დასამზადებლად.
|