| |
 |
ყურძნის ჯიშები |
|
|
| |
|
|
| შარდონე შარდონე- უძველესი
ფრანგული ტექნიკური ყურძნის ჯიშია.
იგი ეკუთვნის დასავლეთევროპულ ჯიშების
ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.
ფოთლები საშუალო, მრგვალი, სამ-ხუთფრთიანი.
მტევანი საშუალო ან პატარა. ცილინდრული
ან კონუსური. მარცვალი საშუალო ან
პატარა მომრგვალო მომწვანო თეთრი
ფერის. ოქროსფერი შეფერილობით მზის
მხარეს. კანი თხელი. წვნიანი რბილიბით.
დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სმწიფემდე
ჩვენს პირობებში შეადგენ 128-145 დღეს.
ასკქტიურ ტემპერატურათა ჯამის 2700-3200
c პირობებში.
შედარებით ყინვაგამძლე. მილდიუთი და ოიდიუმით
ზიანდება. ჩვენს კომპანიაში ჯიშისაგან
შარდონე მზადდება სუფრის მშრალი
ორდინალური ღვინო "შარდონე".
შარდონე ყურძნის ჯიშისაგან დმზადებული
ღვინომასალები პინო ნუარისა და სოვინიონოს
ყურძნის ჯიშებისაგან დამზადებულ
ღვინომასელებთან ერთად, კუპაჟში,
გამოიყენება ვარდისფერი
ცქრიალა ღვინის "შარდონე"-ს დასამზადებლად.
|
|
კაბერნე სოვინიონი
კაბერნე სოვინიონი - ფრანგული ტექნიკური
ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით.
ფოთლები მრგვალი, ხუთფრთიანი, მუქი მწვანე
ფერის, საშვალო მტევანი კონუსურ-ცილინდრული.
მარცვლები წვრილი და საშუალო,
მუქი ლურჯი ფერის. კანი მაგარი.
წვნიანი რბილობით.
დაკვირტვიდან ყურძნის ტეკნიკურ სიმწიფემდე
პერიოდია 145-160დღე. აქტიურ
ტემპერატურათა ჯამის 2900-3150 c
პირობებში.მოსავლიანობა 70-100ც/ჰა.
ყინვაგამძლე. ჩვენს კომპანიაში კაბერნე
სოვინიონის ჯიშისაგან მზადდება სუფრის
წითელი მშრალი სამარკო ღვინო "კაბერნე".
ასევე ამ ჯიშის ყურძნისაგან დამზადებული
ღვინომასალები საფერავისა და რქაწითელის
ჯიშისაგან დამზადებულ ღვინომასალებთან
ერთად, კუპაჟში, გამოიყენება
ნახევრადმშრალი ვარდისფერი ღვინის "კაგორ"-ის
დასამზადებლად. კაბერნე სოვინიონის ჯიშისაგან
დამზადებული ღვინომასალები, კაბერნე ფრანისა
და ძველშავის ჯიშისაგან დამზადებულ
ღვინომასალებთან ერთად, კუპაჟში, გამოიყენება
წითელი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.
კაბერნე სოვინიონის ჯიშისაგან დამზადებული
ღვინომასალები საფერავის, მერლოს, და მალბეკის
ჯიშებისაგან დამზადებულ ღვინომასალებთან ერთად,
კუპაჟში, სადესერტო ღვინის "კაგორი.ტ" საწარმოებლად.
|
|
|
|
| |
|
|
| სოვინიონი
სოვინიონი - ტეკნიკური ჯიში.
დამწიფების შუა ვადით. სამშობლო
ამ ჯიშისა საფრანგეთია კერძოდ,სოტერნას
რაიონი. გვაძლევს კარგ შედეგს
ჩვენს პირობებში.
ფოთლები საშუალო, მომრგვალო, მტევანი
საშუალო ან პატარა. თითქმის
ცილინდრული ფორმის. Mმარცვალი
საშუალო მომგვალო ფორმის, მომწვანო
თეთრი შეფერილობის. სქელი კანით,
წვნიანი რბილობით. დაკვირტვიდან
ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე,
ხორნაბუჯის ტერიტორიაზე პერიოდია
130-135 დღე. აქტიურ ტემპერატურათა
ჯამის 2700-2800 c პირობებში.
მოსავლიანობა 60-100ც/ჰა.
ნაკლებად ყინვაგამძლეა. ჯიში ზიანდება
როგორც მილდიუთი ასევე ოიდიუმით.
ჩვენს კოპანიაში ჯიშისაგან სოვინიონი
მზადდება სუფრის თეთრი სამარკო
ღვინო "სოვინიონი". ასევე ღვინომასალები:
სოვინიონი, შარდონე, შავი პინო
გამოიყენება ვარდისფერი ცქრიალა
ღვინის დასამზადებლად.
|
|
მერლო
მერლო - ფრანგული ტეკნიკური ჯიში
დამწიფების შუა ვადით. ფოთლები
საშუალო, მრგვალი, ხუთფრთიანი.
მტევანი საშუალო, ცილინდრო-კონუსური.
მარცვალი საშუალო, მრგვალი შავი
ფერის. წვნიანი რბილობით.
დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სმწიფემდე,
ჩვენს პირობებში, შეადგენ 150 დღეს.
აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3260 c
პირობებში. მოსავლიანობა 75-80ც/ჰა.
მდგრადობა მილდიუს მიმართ საშუალოა,
ხოლო ოიდიუმისა კი სუსტი.
ჩვენს კომპანიაში ჯიშისაგან მერლო მზადდება
სუფრის მშრალი ღვინო "მერლო".
ღვინომასალები მერლო, საფერავი,
კაბერნე სოვინიონი, კუპაჟში,
გამოიყენება სადესერტო ღვინის
"კაგორის" დასამზადებლად.
|
 |
|
|
|
|
|
| მალბეკი
მალბეკი - ფრანგული ტეკნიკური ჯიში დამწიფების შუა ვადით.
ფოთლები საშუალო, სამ-ხუთფრთიანი. მტევანი
პატარა ან საშუალო, კონუსური ან ფართეკონუსური.
მარცვალი საშუალო, მუქი ცისფერი შეფერილობის
კანი საშუალო სიქის. წვნიანი რბილობით.
დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სმწიფემდე, ჩვენს
პირობებში, შეადგენ 141-150 დღეს. აქტიურ
ტემპერატურათა ჯამის 2800-3050 c პირობებში.
ნაკლებადმდგრადია მილდიუს მიმართ. ოიდიუმისა
კი საშუალო. ყინვებისა და გვალვების
მიმართ არამდგრადია.
ჩვენს კომპანიაში ამ ჯიშისაგან მზადდება წითელი
მშრალი სუფრის ღვინო "ალბეკი".
ღვინომასალები მალბეკი, საფერავი, მერლო,
კაბერნე სოვინიონი კუპაჟში, გამოიყენება
სადესერტო ღვინის "კაგორის" დასამზადებლად.
|
|
|
 |
|
|
|
|
|
| წინა გვერდი ... |
|
|
|
|
|